logo_geo
eng_logo
შსს უარყოფს ინფორმაციას, თითქოს აცანის ეკლესიის წინამძღვარს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
- +

26 ივნისი. 2016. 12:56



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლანჩხუთის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარს, გაბრიელ კახელიშვილს პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


შს სამინისტროს განმარტებით,  კახელიშვილმა სახის არეში თვითდაზიანებები მიიყენა.


სამინისტროს ცნონით, პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც გაბრიელ კახელიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მას სახლში წაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, პოლიციის მანქანაში კი, მან თვითდაზიანებები მიიყენა.


სამინისტროს ცნობით, არსებობს შესაბამის ვიდეომასალაც, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც.


საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.


სასულიერო პირი ხელწერილით არის გათავისუფლებული.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner