logo_geo
eng_logo
ახალციხეში მოტოციკლეტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა
- +

6 სექტემბერი. 2020. 20:59

 

ახალციხეში, ბაიკერთა რბოლის დროს ერთერთი მონაწილე, 8 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით, ერთი საათის წინ სოფელ ივლიტასთან მოხდა.

 

მამასთან ერთად იყო ბავშვი. გასართობად წავიდნენ, ჩვენთან იშვიათად ტარდება მსგავსი ღონისძიებები და მამამ შვილი წაიყვანა საყურებლად. ბიჭი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში. გონზე იყო, ტიროდა”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ერთერთმა თვითმხილველმა.

 

“ოჯახი ერთად იყო ამოსული, უყურებდნენ რბოლას. როცა მშობლებმა შვილისკენ მიიხედეს, ბავშვი უკვე ძირს ეგდო ტრასაზე”,- განაცხადა მეორე თვითმხილველმა.

 

დაშავებული მცირეწლოვანი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

 

შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner