logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადება
- +

26 ივნისი. 2016. 13:02


 

ევროპის ქვეყნებისთვის ახალი პერიოდი იწყება",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი აცხადებს. მიხეილ სააკაშვილი დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერნდუმის შედეგებს ეხმაურა. სააკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


რეფერენდუმის შემდეგ გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებისთვის ახალი პერიოდი იწყება. ახალი პერიოდი იწყება იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ევროკავშირთან დაახლოება სურთ.

 

ჩვენ დიდი გაურკვევლობის პერიოდში შევდივართ. ეს არის მოლაპარაკებებისა და შეთქმულებების პერიოდი, მთელი ევროპის მასშტაბით. ვინც ევროკავშირში დარჩა, შეეცდება, მოილაპარაკოს მასთან, ვისთანაც ეს არ შეიძლება. მაგალითად პუტინთან, რათა მოახდინონ სიტუაციის დესტაბილიზაცია. ეს ყველაფერი უკრაინისთვის ძალიან სახიფათოა, ბევრ არასასიამოვნი სიურპრიზს უნდა ველოდოთ.


საშინელებაა, როცა ვფიქრობ, რა ბინძური გარიგებები შეიძლება მომზადდეს პუტინთან, რამდენიმე წამყვანი გერმანელი, ფრანგი და იტალიელი პოლიტიკოსის მიერ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება, რა თქმა უნდა პრეზიდენტ პოროშენკოს პოლიტიკური გამარჯვებაა, მაგრამ დღეს, ისე როგორც არასდროს მობილიზება და რეფორმების დაწყებაა საჭირო. ნამდვილი რეფორმების გატარების შემთხვევაში უკრაინა მთელი ევროპისთვის ძლიერი მაგნიტი გახდება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner