logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ქვეყანაში კოვიდინფექციის დაბალი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ
- +

7 სექტემბერი. 2020. 02:59

 

 

„მე და ჩემს ოჯახის წევრებს არ დაგვიდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, თუმცა უსაფრთხოების წესები, როგორც მოწოდებული იყო ჯანდაცვის სამსახურების მიერ, რა თქმა უნდა, ჩემ შემთხვევაშიც, ისე როგორც სხვა მოქალაქეების შემთხვევაში, სავალდებულოა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ქვეყანაში კოვიდინფექციის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებას.

 

„თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ქვეყანაში კოვიდინფექციის დაბალი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ.

 

ჩვენ ყველა აუცილებელი საკანონდებლო ცვლილება და რეგულაცია მივიღეთ იმისთვის, რომ ასეთ ეპიდსიტუაციებთან გამკლავება სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს. გახსოვთ, ოპონენტების კრიტიკაც, თუმცა დღეს გამოჩნდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები და პარლამენტისა და მთავრობის ეფექტურმა თანამშრომლობამ უზრუნველყო ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ნორმალური ვითარება გვაქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში მას შემდეგ იმყოფება, რაც „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტი თალაკვაძის დაცვის წევრს ჰქონდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner