ინდოეთმა კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა
-
+
7 სექტემბერი. 2020. 11:30
ინდოეთმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „ბიბისის“ ცნობით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების განახლებული მონაცემებით მეორე ადგილზე ინდოეთმა ბრაზილია ჩაანაცვლა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 4 204 613 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 71 000-ს აჭარბებს.
„კოვიდ-19-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვით ინდოეთი კვლავ მესამე ადგილზეა. მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 მილიონს აჭარბებს.
წყარო :