ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. შემთხვევა ბათუმში 24 მაისს, დღის პირველ საათზე მოხდა.
ვარდნისას მამაკაცმა სხეულის მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც იგი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.