რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 030 690-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. კორონავირუსით რუსეთში კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 871-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ-19-სგან 843 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.