logo_geo
eng_logo
მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

7 სექტემბერი. 2020. 13:55

 

 

მცხეთა-მთიანეთში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ დულუზაურების, ჩაბანოს, გოჯიანების,  სხლოვანის, კვერნაულას და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა.

 

შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლის  განხორციელებასაც „ქართული ოცნების“ გუნდი მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში აპირებს.

 

როგორც ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა,  საქართველოს ხელისუფლების  გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფლებს მთის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ,  რაც გაზრდილ პენსიას და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს. მისი თქმით,  ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითვე სოფლებში მოგვარებულია საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის და გაზიფიცირების პრობლემა.

„ამ სოფლებში ძირითადი პრობლემები მოგვარებულია. აქ  პირველი რიგის პრიორიტეტებად სხვა საჭიროებები  - გარე განათებების, სპორტული მოედნების და სკვერების მოწესრიგება დგას“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner