ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით „ქართულმა ოცებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა და საარჩევნო სიის ფორმირება დაასრულა.
„შეჯერებულია ყველაფერი, როგორც მაჟორიტარების კანდიდატები, ასევე სიის შემადგენლობა.
რაც შეეხება წარდგენას - ყველაფერს აქვს თავისი დრო. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, ცნობილი იქნება სიები, მაჟორიტარობის კანდიდატები რაიონებში. ეს ყველაფერი იქნება საარჩევნო კამპანიიის ნაწილი და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა კალაძემ.