logo_geo
eng_logo
სვეტლანა ტიხანოვსკაია: ხელისუფლება ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ კოლესნიკოვას დაკავება შეგვაჩერებს
- +

7 სექტემბერი. 2020. 17:17

 

 

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის ხელისუფლება ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ მარია კოლესნიკოვას დაკავება მათ შეაჩერებს. ამის შესახებ ლიეტუვაში გახიზნული ტიხანოვსკაია თავის ტელეგრამ-არხზე წერს.

 

„ხელისუფლება ტერორით არის დაკავებული. ამას სხვას ვერაფერს უწოდებ, როდესაც გაიტაცეს მარია კოლესნიკოვა, ანტონ როდნენკოვი და ივან კრავცოვი. ეს არის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ჩაშლისა და მისი წევრების დაშინების მცდელობა. ხელისუფლება ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ეს შეგვაჩერებს. რაც უფრო მეტად გვაშინებენ, მით უფრო მეტი ადამიანი გავა ქუჩაში. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და მოვითხოვთ ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა დღეს დილით მინსკში უცნობმა პირებმა გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ამავე დროს ვერ ხერხდება დაკავშირება საბჭოს კიდევ ორ წევრთან, ანტონ როდნენკოვთან და ივან კრავცოვთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner