logo_geo
eng_logo
ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
- +

7 სექტემბერი. 2020. 19:20

 

 

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ფინანსები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც გამოცხადებულია. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, რეკრეაციული უბნები,  სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები.

 

პროექტის მიმდინარეობის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტული თვალსაზრისით, ტერიტორიის პოპულარიზაციას  გაზრდის.

 

პროექტის  განხორციელება „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner