logo_geo
eng_logo
მორაგბეებმა გიორგი გახარიას სარაგბო კლუბებისა და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრების ხელმოწერილი ბურთი აჩუქეს
- +

7 სექტემბერი. 2020. 20:50

 

 

„გადმოგცემთ, როგორც რაგბის საუკეთესო დამცველს“, - ამ სიტყვებით მორაგბეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საჩუქრად რაგბის ბურთი გადასცეს, რომელზეც სარაგბო კლუბებისა და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მორაგბეების ხელმოწერებია.

 

სამახსოვრო საჩუქარი პრემიერს მორაგბეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართული შეხვედრის დასასრულს გადასცეს, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა რაგბის ფედერაციას ფინანსური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. გარდა ამისა, გიორგი გახარიამ მორაგეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ შეძლოს ისტორიული შანსით სარგებლობა და მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში - „8 ერი“, სადაც ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდსა და ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან შეჯიბრების შესაძლებლობა მიეცემა და ამ მიზნით 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner