logo_geo
eng_logo
,,ნახვამდის, ბატონო პოლკოვნიკო” – ნიკოლოზ ნემსიწვერიძე ემიგრაციაში გარდაიცვალა
- +

7 სექტემბერი. 2020. 20:52

 

 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ემიგრაციაში გარდაცვლილ ქართველ პოლკოვნიკს, ნიკოლოზ (ნუკრი) ნემსიწვერიძეს დაემშვიდობნენ.

 

,,წავიდა ნიკა… გუშინ გამოვემშვიდობეთ უკანასკნელად. ძალიან ძნელია,  ძალიან. ნახვამდის, ბატონო პოლკოვნიკო. საქართველომ კიდევ ერთი საუკეთესო შვილი დაკარგა… დაკარგა სამშობლოდან ათასობთ კილომეტრის დაშორებით. ადამიანი, რომელიც 23 წელიწადი ღირსებით და თავგანწირვით ემსახურა სამშობლოს, საბოლოოდ მსგავსად ბევრი ჩვენი თანამემამულისა, აღმოჩნდა ემიგრაციაში… ქვეყანა რომელიც არ აფასებს საკუთარ ვეტერანს ვერასდროს ვერ მოიგებს ომს”, – დავიდ ჯოხაძე”, – დაწერა 6 სექტემბერს ამერიკაში მცხოვრებმა ელენე ბერიძემ.

 

,,პატიოსანი, ერთგული, თავდადებული როგორც ოჯახისთვის, ასევე ქვეყნისთვის. მართლაც რა არის ბედისწერა. გადაურჩა ტყვიას, ომს, ათას ხიფათს და გაჭირვებას… როგორ მენანებით”.

 

,,მადლობა სამშობლოს სიყვარულისთვის. ძალიან მეტკინა,  ძალიან. ყველას დაგვაკლდები”.

 

 ,,ნიკა (ნუკრი) როგორ დაგვწყვიტე გული, როგორ მენანები, როგორი ძნელია ეს ტკივილი, ღმერო. ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს შენს ლამაზ სულს, მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური მიწა”.

 

 ,,შორიდან გემშვიდობები, ღმერთმა გამძლეობა მისცეს შენს დედას, დას,  მეუღლეს, შვილებს, როგორ მენანები, მშვიდობით, ნიკა (ნუკრი)”.

 

 ,,საოცარი ვაჟკაცი, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი”, – წერენ სოციალურ ქსელში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner