logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ნათელა ჟორდანიამ ეს ტვირთი ღირსეულად ატარა!
- +

26 ივნისი. 2016. 15:03



გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ნათელა ჟორდანიასთან დაკავშირებით facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:


ძნელია, გამოჩენილი კაცის ქალიშვილობა, მითუმეტეს, როცა ეს კაცი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწეა, სამშობლოს ისტორიის ნაწილია.

 

ნათელა ჟორდანიამ ეს ტვირთი (დიახ, ტვირთი!) ღირსეულად ატარა. სადაცაა, დაკრძალავენ. ნათელში იყოს ეს ნათელი ქალბატონი.

 

ქვემოთ კი მამამისის - ნოე ჟორდანიას სიტყვებია. დიდი ხნის წინ წავიკითხე და სამუდამოდ დამამახსოვრდა.

 

ა- - ასეთ დროს, სისხლის ჩქეფას ვგრძნობ ძარღვებში, ფიზიკურ უკვდავებას"...

 

* * *

ახლოვდება ჩემი გზის ბოლო, საბოლოო ნავთსაყუდელი შორს არ არის და როცა ვიხედები უკან, როცა ვფიქრობ რა მრჩება, რა რჩება ჩემი ქვეყანაზე, - ვერაფერს ვერ ვხედავ გარდა ერთისა: ჩემი შვილებისა, ჩემი ჩამომავლობისა, რომლითაც მე ვუკავშირდები კაცობრიობას, ვაგრძელებ ჩემს მოდგმას, ჩემს სისხლსა და ხორცს. მხოლოდ ამ გზით გრძელდება სიცოცხლე და იჭედება უკვდავება. ეს ყოფილა ბუნების ძირითადი კანონი. წინათ მე ასე არ მეგონა; უკვდავებას ვხედავდი "მოღვაწეობაში", საზოგადო საქმიანობაში, რის კვალი ამა თუ იმ ფორმით რჩება სიკვდილის შემდეგაც. ეს არის სულიერი, მორალური უკვდავება, უეჭველია და მას ვაყენებდი პირველ ალაგას. ახლა ვხედავ, რომ ეს უკვდავება ზერელე და უმნიშვნელოა შედარებით ფიზიკურ უკვდავებასთან, ხოლო ეს კი მოიპოვება ერთი გზით - შთამომავლობის დატოვებით. მე დავუბრუნდი ბუნების კანონს, კანონს გარდაუვალს, საფუძველს მსოფლიოს შენობისა"... ნოე ჟორდანია".

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner