logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

8 სექტემბერი. 2020. 00:43

 

 

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ცაგერის მუნიციპლიტეტში აშენდა 4 ახალი და რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი.

 

აშენდა მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი ქალაქ ცაგერში. მოეწყო 3 ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და განთავსდა 14 ფიტნეს ტრენაჟორი ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

 

,,შეგიწყობთ იყოთ წარმატებულები თქვენს საქმიანობაში, ჩვენი ცაგერის სიძლიერისთვის''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner