,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, ცაგერის მუნიციპლიტეტში აშენდა 4 ახალი და რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი.
აშენდა მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი ქალაქ ცაგერში. მოეწყო 3 ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და განთავსდა 14 ფიტნეს ტრენაჟორი ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
,,შეგიწყობთ იყოთ წარმატებულები თქვენს საქმიანობაში, ჩვენი ცაგერის სიძლიერისთვის''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.