logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: გაეცანით, ვისაც საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის ბედი გადარდებთ!
- +

26 ივნისი. 2016. 15:10



გთავაზობთ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის facebook-პოსტს:


გახსოვთ, მე რომ დახურულ შეხვედრაზე არ შემიშვეს, ეროვნულ მუზეუმში, 15 ივნისს, სამუსაო საათების დასრულების შემდეგ?! დავით ლორთქიფანიძის გამოსვლის ტექსტი სწორედ იმ შეხვედრიდანაა. ვისაც საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის ბედი გადარდებთ, უსათუოდ გაეცანით. ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები, რომელთაც დავით ლორთქიფანიძე ასახელებს, იმ ჯგუფიდან არიან, რომლებმაც ლორთქიფანიძესთან ერთად 2011 წელს სვანეთის საგანძური სამშენებლო ნაგავში ამყოფეს. ზაზა აბაშიძე ამ ხალხთან როგორ იჭერს საქმეს, ეს მიკვირს ძალიან.

 

დავით ლორთქიფანიძე: „საღამო მშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან სასიამოვნოა ესეთი სტუმრების ყოლა, მაგრამ ყველანი სტუმრები არა ხართ და მე მინდა, რომ ისევე, როგორც ზოგიერთმა თქვენმა მათგანმა თავი იგრძნოთ მასპინძლად.

 

ეს არის ყოველგვარი გადამეტების გარეშე ჩვენი ქვეყნის საგანძური. ჩვენი ქვეყნის საგანძური არ ეკუთვნის, არც მუზეუმს და არც მის თანამშრომლებს. ეს დამერწმუნეთ დიპლომატიური სიტყვები არ არის. ალბათ, ყველა ჩვენთაგანი ფიქრობს, რომ რა არის ჩვენი საგანძური. სხვადასხვა ფორმით შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე. ჩვენ ჩვენი მხრივ ვცადეთ გვეჩვენებინა ერთი ნაწილი ეროვნული საგანძურისა და რამდენად ეს შეესაბამება, ალბათ, ბევრი სხვადასხვა ადამიანის განსასჯელია. რასაც თქვენ ხედავთ, ეროვნულ მუზეუმში დაწყებული მთელ ქვედა დარბაზში, ეს არის ცდა იმისა, რომ ვაჩვენოთ ძალიან პროფესიულად და მეცნიერულად, მეცნიერული ფაქტებით, როგორ ვითარდებოდა ჩვენი სახელმწიფო.

 

მისი ერთ-ერთი ელე, რა თქმა უნდა, აქ წარმოდგენილი არ არი ყველა ელემენტები. ჩვენ უფრო მეტად ამ შემთხვევაში კონცენტრირებული ვართ სახელმწიფოს იმ ატრიბუტიკაზე, რაც არის ხელოვნება, მეცნიერება და მწიგნობრობა პირველ რიგში.

 

ჩვენ ვცდილობთ რომ არ გავჩერდეთ, სხვადასხვა ფორმით წარმოვადგინოთ და დღეს მაქვს საშუალება, რომ ერთ-ერთი პირველმა, თქვენთან ერთად ვიზეიმოთ შუა საუკუნეების საგანძურის გახსნა.

 

მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მეუფეო თქვენი მხარდაჭრისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქ ყველანი შემთხვევით არა ვართ. ფასეულობათა კვლევის ცენტრი არიჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი, აი, ამ გამოფენის და ყველას განსაკუთრებით, ბატონო გიორგი დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

 

რაც ჩვენ შევეცადეთ ამ ახალი გამოფენით გვეთქვა, გითხრათ, ალბათ, ახალი არაფერი არ არის. როდესაც მეკითხებიან, ვინ არის გამოფენის კონცეფციის ავტორი, გამოფენის კონცეფციის ავტორები არიან: ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ჩუბინაშვილი და ასე შემდეგ. ჩვენ მხოლოდ ამას გარკვეულწილად ფორმას ვაძლევთ. ის, რასაც ჩვენი წინაპრები, რაზეც მეცნიერულად იკვლევდნენ, რასაც აჩვენებდნენ, და ვცდილობთ სწორედ ამის წარმოდგენას ამ არტეფაქტებით. თქვენ ნახეთ ეს გამოფენა. მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა კურატორებს, მონაწილეებს.

 

ბატონი ზაზა აბაშიძე წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და ჩვენ თანასწორი პარტნიორები ვიყავით ამ გამოფენის მოწყობაში. ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც ჩვენ შეგვეძლო საგანძურებიდან და ჩვენი საცავებიდან გამოგვეტანა სხვადასხვა ნიმუში და გვეჩვენებინა ფართო საზოგადოებისთვის და გვეჩენებინა პირველ რიგში ის, რომ ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში არ მოხდა ველურ ტომებთან, არამედ უკვე განვითარებულ საზოგადოებასთან, გვეჩვენებინა ის ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც ქვეყანაში იყო; გვეჩვენებინა როგორ იქმნებოდა ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში და მთლიანობაში გვინდა, რომ ყველას ვუთხრათ, რომ ყველამ ერთად ვთქვათ, რომ მეცნიერება, განათლება, ხელოვნება იყო ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი და ამასთან ერთად ალბათ, ის რაც ბუნებრივი იყო ჩვენ წინაპრებისთვის, ქრისტანობის და ცოდნის შერწყმა და ეს იყო ყოველდღიურობის ძალიან ჩვეულებრივი ნაწილი, გადავცეთ მომავალ თაობებს.

 

გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ექპონატია კიდევ საცავებში, ძალიან ბევრია სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ ეს არ არის ალბათ ყველაზე პრინციპული. აი, ეს ერთი კუთხე, რომელიც ქალბატონი ნანა ბურჭულაძის უშუალოთ მომზადებული არის, იგივე ხატების კუთხე, თქვენ ხედავთ, მხოლოდ ერთი ეკლესიის მაგალითით, ჩვენ შეგვიძლია გაჩვენოთ ძალიან დიდი ისტორია. ასე რომ, ეს არის იმისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენ ერთად ვიფიქროთ და ალბათ, გადავცეთ ის ცოდნაც, დამოკიდებულებაც მომავალ თაობებს.

 

ეს არის, მე რის თქმაც მინდოდა, ეროვნული მუზეუმის სახელით. ალბათ, ბატონი ზაზაც დამეთანხმება, აბაშიძე, ძალიან ბევრი ადამიანი ერთად მუშაობდა და მე კიდევ ერთი რამე მინდა გთხოვოთ ყველას, რომართლა ყოველგვარი გადამეტების გარეშე იგრძნოთ როეროვნული მუზეუმი არის თქვენი. მე იმედი მაქვს, რომ ეს პირველი ჩვენი ამ ფორმით შეხვედრა ბოლო არ იქნება. და აი, ჩათვალეთ, რომ ყველა თქვენთაგანისთვის, თქვენი პროფესიისთვის, თქვენი სხვადასხვა მიმართულებებში გაქვთ, მიმართულებებისთვის და გადმოცემისთვის გაქვთ ის ადგილი, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მე ვთხოვ მეუფეს უკვე აწი".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner