-
+
8 სექტემბერი. 2020. 12:29
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 035 789-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. კორონავირუსით რუსეთში კიდევ 122 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 993-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 850 049 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.