logo_geo
eng_logo
დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბრალდებული პირების მიკრონაწილაკები და დნმ-პროფილები არ აღმოჩნდა
- +

8 სექტემბერი. 2020. 16:11

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიკრონაწილაკურ ექსპერტიზასთან და დნმ-ის პროფილებზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. როგორც საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნული დასკვნები საქმის მასალებში ვერ მოხვდა.

 

მისივე თქმით, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბრალდებული პირების მიკრონაწილაკები და დნმ-პროფილები  არ აღმოჩნდა, რადგან შეუძლებელია, ცხედარი ოთხი დღის განმავლობაში წყალში იმყოფებოდეს, და მასზე დნმ-ის კვალი ან მიკრონაწილაკები დარჩეს.

 

„ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც გამოძიების შედეგად მივიღეთ, სასამართლოში და სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს. ის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც არ დევს სისხლის სამართლის მასალებში, არის მიკრონაწილაკური ექსპერტიზა. ეს ექსპერტიზა ჩვენ გამოძიების ეტაპზე მივიღეთ. დაცვის მხარეს გადავეცით, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ.  რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებას, ვერ წარმომიდგენია, ადამიანი ოთხი დღე წყალში იმყოფებოდეს და მასზე ან დნმ-ის კვალი დარჩეს ან მიკრონაწილაკები თუნდაც ფრჩხილებში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ამ ექსპერტიზის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე.  როდესაც ჩვენთან ბრალდებულები მოვიდნენ, და როდესაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფაქტობრივად, ყველას ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა. ისინი მოემზადნენ და საგამოძიებო ორგანოში ისე მოვიდნენ“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner