logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ვისაც ქონება უკანონოდ ჩამოართვეს, ვურჩევ, უფრო საჯარო გახადონ თავიანთი საქმეები
- +

26 ივნისი. 2016. 15:47



პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახელმწიფომ ქონება უკანონოდ ჩამოართვა, ურჩევს, მეტად საჯარო გახადონ თავიანთი საქმეები, რათა შესაბამისი ორგანოები ანგარიშვალდებულნი გახდნენ, დააჩქარონ პროცესები.


სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა სახელმწიფო და სასამართლო მტკიცებულებების გარეშე ვერაფერს გახდება. უფრო მეტი საჯაროობა უნდა მისცენ ამ ადამიანებმა ასეთ საქმეებს და ამის შემდეგ უფრო მეტი ვალდებულებაც იქნება გარკვეული ორგანოების მხრიდან, რომ დროზე დაიწყონ გამოძიება. ჩემი რჩევა, იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ქონება ჩამოართვეს, უფრო საჯარო გახადონ საქმეები თუ მათ შესაბამისი მამტკიცებელი დოკუმენტაცია გააჩნიათ", - განაცხადა გუგული მაღრაძემ „აიპრესთან" საუბრისას.


ისეთ საქმეებზე, სადაც საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე მე-4 წლის ბოლოსაც არანაირი შედეგი არ ჩანს. საუბარია, კეზერაშვილზე, ადეიშვილზე, რომელზეც მმართველი გუნდი მუდმივად საუბრობდა, მუდმივად აცხადებდნენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ ქონების უკანონო ჩამორთმევაში. მაგალითად, არის სენტა პეტროლიუმის საქმე, სადაც კეზერაშვილის მოადგილემ კეზერაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება პროკურატურაში და არ იძვრის საქმე, იგივეა სიტუაციაა ბიზნესმენ შიოლაშვილის საქმეშიც და ასეთი არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება.


აღნიშნულთან დაკავშირებით გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ პროკურატურაში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ და შეიძლება ვიღაც შეხებაშიც იყო ამ საქმეებთან.


მე არ ვიცი ზუსტად კეზერაშვილის საქმე. პროკურატურაში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ და შეიძლება ვიღაც შეხებაშიც იყო ამ საქმეებთან",- აცხადებს გუგული მაღრაძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner