logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მინისტრად დანიშვნის დღიდან, შეიარაღებასთან დაკავშირებულ ყველა შესყიდვაში შუამავალი კომპანიებისთვის სამინისტროს კარი დაკეტილია
- +

9 სექტემბერი. 2020. 00:14

 

 

„ჩემი მინისტრად დანიშვნის დღიდან, ყველა ისეთი შესყიდვა, რომელიც შეეხებოდა შეიარაღებას, პირდაპირ გადავიტანე მომწოდებლებზე, არავითარი შუამავალი, არავითარი „ოფშორული“ კომპანია- ამის არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება მას შემდეგ, რაც მე მინისტრად მოვედი,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

 

„ყველა შუამავალი კომპანიისთვის, სამინისტროს კარი დაკეტილია. ჩვენ პირდაპირ მომწოდებლებზე ვმუშაობთ. ასე მოხდა აშშ-ის შემთხვევაშიც. მადლობა ამერიკას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს. 30 მილიონი დოლარი, რომელიც წლების განმავლობაში, 2007 წლიდან მოყოლებული, ამერიკაში ინახებოდა და სამწუხაროდ, არც წინამორბედებმა, ეს ფული არ გამოიყენეს და ჩვენ გამოვიყენეთ შეიარაღების შესასყიდად. ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საწვრთნელი ბაზა, რომელშიც 22 მილიონი დოლარი იხარჯება ამერიკის მთავრობის მიერ. აქედან 7 მილიონი დოლარი ჩვენი თანამონაწილეობაა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner