logo_geo
eng_logo
ირკალი ღარიბაშვილი: ჩვენი უწყება უნდა აცხადებდეს პრეტენზიას „რუსთავი 2“-ის კუთვნილებაზე, ეს ნახევრად ხუმრობით
- +

9 სექტემბერი. 2020. 00:48

 

 

„დღეს, წესით, ჩვენი უწყება უნდა აცხადებდეს პრეტენზიას „რუსთავი 2“-ის კუთვნილებაზე. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ გეუბნებით, ფაქტებითაა დადასტურებული, რომ საბოლოო ჯამში, ბიუჯეტიდანაა გადარიცხული 33 მლნ ლარი „რუსთავი 2“-ის დასაფინანსებლად“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „არენაში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში 33 მლნ ლარია გადარიცხული. ეს პროცესი დაიწყო კეზერაშვილის დროს და გაგრძელდა სიხარულიძისა და ახალაიას დროს.

 

„33 მლნ ლარი რელურად იყო მიმართული „რუსთავი 2“-ის ასაშენებლად - თავისი ტერიტორიებით, შენობებით, აღჭურვილობისთვის. რეალურად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დააფინანსეს რუსთავი 2-ის მთელი ეს აღჭურვილობა, მთელი ეს შენობა. დღეს, წესით, ჩვენი უწყება უნდა აცხადებდეს პრეტენზიას „რუსთავი 2“-ის კუთვნილებაზე. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ გეუბნებით, ფაქტებითაა დადასტურებული, რომ საბოლოო ჯამში, ბიუჯეტიდანაა გადარიცხული 33 მლნ ლარი „რუსთავი 2“-ის დასაფინანსებლად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

ღარიბაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ წინა ხელისუფლების დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ დღეს იგი იმყოფება ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში, „რომელიც გაძარცვეს, დაატერორეს და დაარბიეს“.

 

საუბარი შეეხო ასევე კეზერაშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ გასხვისების საქმესაც. ითქვა, რომ დღემდე სამი ბრალის დამტკიცება მისთვის ვერ ხერხდება.

 

„ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რატომ ვერ უმტკიცდება ამ გამოკვეთილად ელიტურ კორუფციონერსა და ელიტური კორუფციის ფუძემდებელს საქართველოში უამრავი მძიმე ბრალდება. მე მოსახლეობას შევახსენებ ერთ ფაქტს, რომ ჩემი მინისტრობისა და პრემიერობის დროს ბატონი კეზერაშვილიც ინტერპოლის სიაში იყო ჩასმული და დაპატიმრებული იყო საფრანგეთშიც. სამინისტროდან რომ წამოვედი, არ ვიცი 2016-2017 წლებში მოხდა მისი გამართლება. ნამდვილად არ ვიცი და ვერ გეტყვით. ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე არ ვარ გამომძიებელი და არ ვარ მოსამართლე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner