logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ქარაფშუტა კრიმინალია!
- +

9 სექტემბერი. 2020. 02:38

 

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანმა, „რუსთავი 2“ -ის ღამის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა კომენტარი:

 

„მე პირადად, მომბეზრდა, რომ კრიმინალზე ვილაპარაკო ამდენი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუტა კრიმინალია, იმიტომ რომ კრიმინალები ზოგიერთი ისტორიულიც არის, სხვა ქვეყნებში, ჭკვიან კრიმინალად რომ ითვლებიან. ეს არის ქარაფშუტა კრიმინალი და თითქოს, არ უნდა ვხარჯოთ მასზე დრო, მაგრამ არის მნიშვნელოვანი რამ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის სისხლი და ხორცი ადამიანები იყვნენ არასრულწლოვნები, დღეს ისინი სრულწლოვნები არიან და დიახ, ჩვენი ვალია, რომ მუდმივად შევაფასოთ ეს ადამიანები, არჩევნებს შორისაც, რომ არ დაგვავიწყდეს ვინ არიან ესენი, ახლა უკვე თვითლუსტრაციით დაკავებული ეს ძალა, გვეხმარება ამაში და რეალურად, ეს აღიარებების კასკადი კიდევ უფრო ამარტივებს 31 ოქტომბერს გასაკეთებელ არჩევანს პოლიციელებისთვის, სასჯელაღსრულების თანამშრომლებისთვის, რომლებიც თურმე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სააკაშვილმა თქვა, ენჯეოებმა უნდა მართონ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner