ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებული პირი გურიაში ჩასვლამდე ოჯახთან ერთად აჭარაში იმყოფებოდა.
„ინფიცირებული პირი მაშინვე გადაყვანილ იქნა შესაბამისი პროფილის კლინიკაში და იქ აგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება ოჯახის ოთხ წევრს, ისინი ზემო ხეთში, თვითიზოლაციაში არიან და PCR-კვლევის შედეგებს ელიან. მათ ჩოხატაურის სოფელში კონტაქტები არ ჰქონიათ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.