ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია კიდევ 16 ადამიანი. „თალიბანი“ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
ამრულა სალეჰის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი აფეთქებას უვნებელი გადაურჩა. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, რომ ქაბულში ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე სალეჰის კორტეჟის გავლისას გზის პირას ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.