რუსეთში, ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა.
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 218 ადამიანი დაინფიცირდა, 142 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 041 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 856 458 გამოჯანმრთელდა, 18 135 პაციენტი კი გარდაიცვალა.