logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:22

 

 

რუსეთში, ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა.

 

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 218 ადამიანი დაინფიცირდა, 142 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 041 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 856 458 გამოჯანმრთელდა, 18 135 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner