logo_geo
eng_logo
ტურისტულ ავტობუსში 35 ადამიანი ცოცხლად დაიწვა
- +

26 ივნისი. 2016. 18:47



ჩინეთში ხუნანის პროვინციაში ტურისტულ ავტობუსში 35 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსში 56 ადამიანი იმყოფებოდა. 11 მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ოთხი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.


ინციდენტი დილით მოხდა. ავტობუსი ტრასაზე ბარიერს შეეჯახა, რის შედეგადაც ბენზინი გადმოიღვარა და რამდენიმე წამში ცეცხლმა მთელი ავტობუსი მოიცვა.


ტურისტული ავტობუსის მძღოლი პოლიციამ დააკავა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner