ჩინეთში ხუნანის პროვინციაში ტურისტულ ავტობუსში 35 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსში 56 ადამიანი იმყოფებოდა. 11 მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ოთხი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.
ინციდენტი დილით მოხდა. ავტობუსი ტრასაზე ბარიერს შეეჯახა, რის შედეგადაც ბენზინი გადმოიღვარა და რამდენიმე წამში ცეცხლმა მთელი ავტობუსი მოიცვა.
ტურისტული ავტობუსის მძღოლი პოლიციამ დააკავა.