ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ დღეს განცხადებას გააკეთებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ასევე ავღანეთში აშშ-ის ძალების მომდევნო შემცირების შესახებ განაცხადებს.
აშშ-ის ერაყში დაახლოებით 5 200-მდე სამხედრო ჰყავს. როგოც გასულ თვეში გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერაყში კონტინგენტის რაოდენობის მესამედით შემცირებას აპირებს.
ავღანეთში განთავსებულია 8 600 ამერიკელი ჯარისკაცი. აგვისტოში დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგეგმება ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების ოთხი ათასამდე შემცირება.