logo_geo
eng_logo
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა დაკავებულია
- +

9 სექტემბერი. 2020. 15:11

 

 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა დაკავებულია. ამის შესახებ ბელარუსის ადგილობრივი მედია იუწყება.

 

საკოორდინაციო საბჭოს შვიდი წევრიდან ახლა თავისუფალი მხოლოდ ნობელის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩია.

 

ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით, მინსკში უცნობმა პირებმა ბელარუსის ოპოზიცური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს.

 

კავშირი გაწყდა ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორ წევრთან. მარია კოლესნიკოვა და საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ივან კრავცოვი 8 სექტემბერს დილით უკრაინის საზღვართან მიიყვანეს, თუმცა, კოლესნიკოვამ ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner