რა სამომავლო გეგმები და როგორი ურთიერთობა აქვს პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ ძალებთან, ამასთან დაკავშირებით „საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა , მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. მისი თქმით, მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ასევე ირაკლი ალასანიასთან და ბევრ სხვასთან, მათ შორის „ნაციონალებთან", მაგრამ პირადი ურთიერთობები და მეგობრები არაფერ შუაშია ქვეყნის განვითარებასთან
„ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდი. ეს მოხდა ბადრი პატარკაციშვილის 60 წლის იუბილეზე, ბადრისთან სახლში. ყველას თვალწინ გადავკოცნეთ და მოვიკითხეთ ერთმანეთი... ეს იყო და ეს.
მეგობრული ურთიერთობა მაქვს როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ასევე ირაკლი ალასანიასთან და ბევრ სხვასთან, მათ შორის „ნაციონალებთან". ყველა ცდილობს, გადამიბიროს...
ან რა შეთავაზებაზე უნდა იყოს ლაპარაკი, როცა არ ვართ პოლიტიკური პარტია... არ არის აუცილებელი, პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურ შენს ქვეყანას. მაგრამ როცა ხედავ, რომ შენი ქვეყანა სწორი გზით არ ვითარდება, მაშინ იძულებული ხარ, ჩაერთო პოლიტიკაში. ჩვენ ვცდილობთ, ეს როგორმე ავიცილოთ თავიდან. სხვათაშორის, ამ მთავრობის მინისტრებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგიერთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ ჩემი პირადი ურთიერთობები და მეგობრები არაფერ შუაშია ქვეყნის განვითარებასთან. უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებამ მოახერხოს და პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენონ", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.