ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანს ეძებენ. წინასწარი ვერსიით, ის დინებამ გაიტაცა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„ამ დროისათვის მობილიზებულია სამი მყვინთავი, ერთი ნავი, ორი სკუტერი, ორი კატერი, აქედან ერთი აღჭურვილია წყალზე საძიებო სკანერით, ექოლოტით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია დრონით“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.