ფოთში, მდინარე რიონში მყვინთავებმა გარდაცვლილი მოზარდი იპოვეს. ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა მდინარის გადაცურვას ცდილობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი მყვინთავი, ერთი ნავი, საფრენი აპარატი „დრონი, ორი სკუტერი, ორი კატერი, აქედან ერთ-ერთი ექოლოტით იყო აღჭურვილი.