logo_geo
eng_logo
მოქალაქეებს, რომლებიც კარვებს PCR-ტესტირებისთვის მიმართავენ, სამი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია მიეცათ
- +

9 სექტემბერი. 2020. 19:32

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე. მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები რეგულაციების კონტროლისა და გამკაცრების მიმართულებითაც.

 

მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით, აჭარაში ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდა. დღეს, PCR-ტესტირების კარვები აჭარაში დამატებით ორ ლოკაციაზე განთავსდა. მოქალაქეებს, რომლებიც მიმართავენ კარვებს PCR-ტესტისთვის, მიეცათ რეკომენდაცია, სამი დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში და მოერიდონ კონტაქტებს. ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, აჭარაში კულტურული ღონისძიებები, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში შეჩერდა.

 

ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარიტუალო დარბაზებისა და ტურისტული ობიექტების, ტრანსპორტის, აგრარული ბაზრებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით.

 

ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner