logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილის ხელისუფლება პუტინურ-სოროსული იყო!
- +

9 სექტემბერი. 2020. 20:34

 

 

„სააკაშვილი დღემდე პუტინის ერთგული ლეკვია, რომელსაც მხარს ამერიკელი ნეოკონსერვატორებიც უჭერენ!“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„სააკაშვილი დღემდე პუტინის ერთგული ლეკვია, რომელსაც მხარს ამერიკელი ნეოკონსერვატორებიც უჭერენ! ეს გახლავთ მაკკეინის დაჯგუფება, რომელიც დღეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის და ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვის სამსახურებში, „იუსაიდში“ და ა.შ.

 

სწორედ ეს ხალხი აიძულებს პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილისთვის ახალ-ახალი თანამდებობის შექმნას. სააკაშვილის ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი, რომელიც დარგს მთელი რვა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ბუდაპეშტში სოროსის ფონდის მთავარი მენეჯერი იყო. სოროსელი გახლდათ კახა ლომაიაც, ხოლო კახა ბენდუქიძე პირდაპირ კრემლიდან გამოგვიგზავნეს. მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლება პუტინურ-სოროსული იყო!“ - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner