logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ბიზნესების ლობირებისთვის სჭირდებათ ბნელ ძალებს სააკაშვილი
- +

9 სექტემბერი. 2020. 21:30

 

 

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სოროსს უკრაინაში ძალიან დიდი ფინანსური ინტერესები აქვს, მაშინ გასაკვირი არაა, რომ ისინი ცდილობენ სააკაშვილს უკრაინაში რაღაც თანამდებობა ჰქონდეს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სოროსს უკრაინაში ძალიან დიდი ფინანსური ინტერესები აქვს, მაშინ გასაკვირი არაა, რომ ისინი ცდილობენ სააკაშვილს უკრაინაში რაღაც თანამდებობა ჰქონდეს. ცნობისთვის, სოროსმა უკრაინაში უკვე შეისყიდა რამდენიმე ბანკის შენობა და ამზადებს ფინანსურ აქტივებს, რათა ხელში ჩაიგდოს უკრაინის მთავარი სიმდიდრე – შავი მიწა, ხოლო უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 2021 წლის 1 ივლისიდან მიწების გაყიდვა ჯერ ფიზიკურ პირებზე, ხოლო 2024 წლიდან იურიდიულ პირებზეც იწყება. უკრაინელი ანალიტიკოსები უკვე პირდაპირ წერენ, რომ სოროსის გეგმებში უკრაინაში 8 მილიონი ჰექტარი მიწის შეძენაა. აი, ასეთი ბიზნესების ლობირებისთვის სჭირდებათ ბნელ ძალებს სააკაშვილი, რომელსაც ევროპაში სერიოზული პოლიტიკოსები არც ელაპარაკებიან. ერთადერთი, ვისთანაც სააკაშვილს მიესვლებოდა, საირუშ ვოლსკი და დონალდ ტუსკია – ნეოლიბერალები, რომლებიც არჩევნებში უკვე დამარცხდნენ“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner