logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილი ისეთი მხდალი არსებაა, გამორიცხულია, ციხეში ჩაჯდეს...
- +

9 სექტემბერი. 2020. 22:05

 

 

„სააკაშვილს საქართველოში ჩამოსასვლელად არც რესურსი აქვს და არც სურვილი! მისი განცხადება, რომ საქართველოში ჩამოვა, წმინდა წყლის საარჩევნო პიარტექნოლოგიაა და დარწმუნებული ვარ, ის საქართველოსკენ ნაბიჯსაც არ გადმოდგამს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური განცხადება იმის შესახებ, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ფეხს შემოდგამს, დაიჭერენ! სააკაშვილი ისეთი მხდალი არსებაა, გამორიცხულია, ციხეში ჩაჯდეს... საქვეყნოდ ცნობილია, როგორ დამალა ის გრიშა ქობალიამ თავისი ტელევიზიის ტუალეტში მაშინ, როცა ზუგდიდში ბადრი ზარანდიასა და მის დაჯგუფებასთან დაპირისპირება მოუვიდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ჩხუბის დროს სააკაშვილი მაგიდის ქვეშაც კი შეძვრა...

 

 აღარაფერს ვამბობ გორში აგვისტოს ომის დროს გადაღებულ სამარცხვინო კადრებზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა. სააკაშვილი „მაგარი“ მაშინ იყო, როცა „ვარდების რევოლუციის“ მოწყობაში ცალკე პუტინი ეხმარებოდა და ცალკე – ამერიკელი ნეოკონსერვატორები ჯონ მაკკეინისა და ბუშის მეთაურობით! სააკაშვილი ამ ბაქიბუქით ცდილობს საარჩევნო ხმების მაქსიმალურ მობილიზებას, რათა ყველაზე მეტი ხმა თავისმა „ნაცმოძრაობამ“ მიიღოს და არა ბოკერიას, ვაშაძის ან ზურაბ-გირჩის ნაცმოძრაობამ!“ - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner