logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- +

9 სექტემბერი. 2020. 22:07

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.

 

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ - გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner