ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სია ძალიან მალე გახდება ცნობილი.
როგორც კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს. ძალიან მალე ყველაფერი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორც სიებზე, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე, როგორც რეგიონებში ასევე დედაქალაქში", - განაცხადა კახი კალაძემ.