logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექნება
- +

10 სექტემბერი. 2020. 00:42

 

 

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში  ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექნება

 

 

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას წერეთლის ქუჩაზე  შეხვდა. კანდიდატი  ამომრჩეველს ინფრასტრუქტურულად გამართულ მუნიციპალიტეტზე - ზუგდიდში ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე და დევნილებისთვის საკუთარი საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე.

 

,,დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნება ჩვენი საბოლოო მიზანია, მაგრამ მანამდე ჩვენ ამ ადამიანებს აქ უნდა შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა არიან დევნილი ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ საკუთარ ბინას. ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ დევნილს ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ექნება საკუთარი საცხოვრებელი - ამას თითოეულ მათგანს ვპირდები”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner