logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: არჩევნების გადადება არ იგეგმება
- +

10 სექტემბერი. 2020. 00:47

 

 

„არჩევნების გადადება ნამდვილად არ იგეგმება. ჩვენ, მთელმა მსოფლიომ და საქართველომაც ვისწავლეთ, როგორ ვმართოთ კოვიდი, თუმცა ეს არის აბსოლუტური ცოდნა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველოში ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა, თუმცა გაზაფხულის პერიოდისგან განსხვავებით, როცა ერთი კერა იყო და ის სასწრაფოდ იკეტებოდა, ახლა ასეთი კერა ბევრია.

 

„ახლა გადაკეტვაც შეუძლებელია. თუნდაც იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და არ გვინდა საარჩევნო პროცესს თუნდაც ოდნავი ჩრდილი მიადგეს. ისევ და ისევ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ ერთიანობაზე, რომელიც ყველამ ერთად გამოვიჩინეთ გაზაფხულზე, ერმაც, ბერმაც, ეკლესიამაც, ეპიდემიოლოგებმაც და მთავრობამაც“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისი თქმით, ეპიდემია ზუსტად ისევე შეიძლება გავრცელდეს საარჩევნო შეკრებაზე, როგორც შეიძლება გავრცელდეს ქორწილში ან ქელეხში, თუმცა თუ ასეთი შეხვედრები აიკრძალება ან შეიზღუდება, ამან შეიძლება მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩინოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner