logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, მშიშარაა!
- +

10 სექტემბერი. 2020. 00:51

 

 

„ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ მშიშარაა. მის ადგილზე ჩამოვიდოდა მამაცი ადამიანი და თუნდაც ჩაჯდებოდა ციხეში, თუ იცის, რომ ხალხი მას მხარს უჭერს და ამითი აწევდა საარჩევნო მუხტს, მაგრამ ვიცით, რომ ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ, რომ მშიშარაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას დანაშაულები აქვს ჩადენილი.

 

„დიახ, ეს არის დანაშაულები, რომლებიც დადასტურებულია საქართველოს სასამართლოების მიერ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა აღიარა, თუ როგორ აყალბებდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ ან მისი განაყოფებები სხვადასხვა კვლევას და ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ვითომ აქვს რეიტინგი, მაშინ როდესაც მსგავსი რეიტინგი თურმე არ არსებობს. ესეც საოცარი აღიარებაა იყო და ძალიან კარგი რომ თავად აღიარებენ იმას, რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისივე თქმით, ძალაუფლების სურვილით შეპყრობილმა სააკაშვილმა ყველანაირი ზღვარი გადაკვეთა და ხალხიც მის ნათქვამს სერიოზულად აღარ აღიქვამს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner