მომღერალ ხათუნა ჟორდანიას მძიმე სენის დასამარცხებლად საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება. მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ ხათუნას ავსტრიაში ექიმები ხუთ კვირაში განკურნავენ.
„ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვეუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას.
ავსტრიაში მკურნალობა 75 ათასი ევრო ჯდება. დაფინანსებაზე ფონდ “ქართუში” განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე, ზეპირი თანხმობა გვაქვს. იმედია ფონდი “ქართუ” ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას მალე განვკურნავთ“, - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ „სარკესთან“ საუბრისას.