საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აფხაზური მხარის გადაწყვეტილებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის მხოლოდ შინა პატიმრობის შეფარდებას აბსოულუტურად გაუგებარს უწოდებს.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება კანონის ფარგლებში .
„ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ საზარელი მკვლელობის ჩამდენი სათანადოდ დაისაჯოს",-აღნიშნა კახი კალაძემ.