„თანასწორობა იზომება იმით, არის თუ არა თანაბარი შესაძლებლობები და პირობები. წინასაარჩევნო პირობები აბსოლუტურად თანაბარია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
„ოპოზიცია ბუნებრივია ვერ იქნება თანაბარ პირობებში, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ისინი უბრალოდ იტყუებიან, მათ უბრალოდ არაფერი გაუკეთებიათ. რაც გაუკეთებიათ არის ადამიანების წამება, ადამინების მკვლელობები ქუჩაში, ადამიანების მკვლელობები ციხეში. მარტივი მაგალითი, „ქართული ოცნების“ 8 წლის მმართველობის განმავლობაში ნაკლები ადამიანია გარდაცვლილი ციხეში, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში კვდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.