logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
- +

10 სექტემბერი. 2020. 13:05

 

 

,,ქართული ოცნების“  ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია   ხობის მუნიციპალიტეტში ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ბიისა და ხობის მოსახლეობას შეხვდა და  მათ საჭიროებებს გაეცნო.

 

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ხობის  მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

 

„ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძველ ხიბულაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახლს, რომელშიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. მალე გაიხსნება ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმიც, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. სოფლების მოსახლეობამ პრიორიტეტულ მიმართულებებად წყალსადენი სისტემის მოწყობა, გაზიფიცირება, შიდა გზებისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა, რომელთა მოგვარების გზებსა და ვადებზე მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ“, - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner