საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ზემო სვანეთში, სოფელ იელში ბიბლიოთეკა გახსნა.
ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ბავშვები სოფელ იელში, ზემო სვანეთში ცხოვრობენ.
ეს ბავშვები - ჩვენი ქვეყნის უმჯობესი მომავალი, ვიდრე ჩვენ ვართ. ამ სამოთხისკენ მომავალი გზა ზამთრობით იკეტება. მათ თვითონ მოგვწერეს რომ ბიბლიოთეკა სურდათ. და დღეიდან აქვთ!"- აცხადებს კეკელიძე.