„საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთერთი მნიშნელოვანი პრიორიტეტია. მომდევნო წლებში, რეგიონში მდებარე ბაღების ინფრასტრუქტურული პრობლემები სრულად მოგვარდება“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ დუშეთში, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
კერესელიძის თქმით, დუშეთში არსებულ სამ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება და პარალელურად ორი ბაღი შენდება.
სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სახელფასო პოლიტიკის გადახედვას, რაზეც შალვა კერესელიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
„საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვინდა, რომ რეგიონში არსებული საბავშვო ბაღები სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ და საჭიროების შემთხვევაში ავაშენოთ კიდეც. რაც შეეხება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასებს, ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.