logo_geo
eng_logo
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა აცხადებს, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ
- +

10 სექტემბერი. 2020. 15:30

 

 

 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ კოლესნიკოვას ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კერძოდ, ადვოკატის თქმით, კოლესნიკოვა ამბობს, რომ როცა მის უკრაინაში დეპორტაციას ცდილობდნენ, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მოკვლით დაემუქრნენ.

 

კოლესნიკოვა ამჟამად მინსკში, პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატის განმარტებით, კოლესნიკოვა აცხადებს, რომ მას უთხრეს, „თუ ბელარუსის რესპუბლიკას საკუთარი ნებით არ დატოვებდა, მაინც გაიყვანდნენ ცოცხალს ან ნაწილებად დაჭრილს“.

 

ასევე, ადვოკატის თქმით, კოლესნიკოვა აღნიშნავს, რომ მას 25 წლით ციხეში ჩასმით ემუქრებოდნენ.

 

მარია კოლესნიკოვას ადვოკატის თქმით, ოპოზიციონერი ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარს წარადგენს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner